კორონავირუსზე ტესტირებისთვის კარავი ბათუმისა და ქობულეთის შემდეგ, შეკვეთილშიც განთავსდა

ია კელერმანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით მოქალაქეები შეკვეთილშიც შეძლებენ კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებას,- კარავს, ბათუმსა და ქობულეთში, დაემტადა შეკვეთილი.

„22 დან მოყოლებული ბათუმის ბულვარში გვაქვს ორი კარავი წითელ ჯვართან ერთად, ასევე ქობულეთში და დაემატა კარავი შეკვეთილში, ოღონდ იქ არის სტაციონარული დაწესებულება“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

„მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება ნებაყოფლობით, პირბადეების ტარება აუცილებელია, ამაზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არის ჯერჯერობით, დახურულ შენობაში, და ასევე ღია სივრცეში, თუ არ არის დინსტანციის დაცვის საშუალება“.

მისივე თქმით, ქვეყნები და ეკონომიკა ჩაკეტილი ვერ იქნება, ყველანაირი პროგნოზით კორონა ვირუსული ინფექცია არ დასრულდება დღეს, ხვალ და უახლოეს მომავალში. ასე რომ, სლოგანი: ჩვენ უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად თანაცხოვრება, ძალაში რჩება.