კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი იზოლაციას აღარ ექვემდებარება - დადგენილება

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები აღარ ექვემდებარებიან იზოლაციას.

„იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილებით, ასეთ პირებს ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ.: საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში და ა.შ.).

დღემდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, 8-დღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ, რომლის დასრულების შემდეგ, მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ.