კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით“ - დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით - პოდოლიაკი

პუბლიკა

„კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით”. დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

„დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღის თამაშები გარდაიქმნა ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილის საფრთხედ. კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო „დაიღლება უკრაინით”. დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით“.