კრიტიკული აზრის გამოთქმის უფლება მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, დღეს - დეგნანი ტელევიზიების დასანქცირებაზე

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

კომუნიკაციების კომისიამ „შინ ევროპისკენ“ კლიპის ეთერში გასვლის გამო „TV პირველი“ და „ფორმულა“ წერილობით გააფრთხილა, „მთავარი“ კი 118 ათასი ლარით დააჯარიმა.

„ძალიან სამწუხაროა მოვლენების ამგვარი განვითარება. მედიისა და სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი ის უფლება, რომ შესაძლებელი იყოს კრიტიკული აზრის გამოთქმა ხელისუფლების მიმართ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ნაწილი ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისა. განსაკუთრებით დღევანდელ დღეს, როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 27 წლისთავს აღვნიშნავთ“, – თქვა ელჩმა.