კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს გამოეყოფა - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარაის განცხადებით, კულტურის და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროსგან გამოიყოფა.

„ამ საკითხზე ბევრი ვიმსჯელეთ და ეს გადაწყვეტილება მიღებულია, შემიძლია ღიად გითხრათ, კულტურის და სპორტის სამინისტრო, როგორც იყო ადრე განათლების სამინისტროდან გამოეყოფა.

ეს დამოკიდებულია იმ საკანონმდებლო პროცედურებზე, სამართლებრივ პროცედურებზე რომელიც აუცილებელია და ვფიქრობ რომ თებერვლის თვეს ეს არ გადასცდება“,- განაცხადა გახარიამ.

კულტურის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წელს შეუერთდა.