კულტურის სამინისტრომ ევგენი მიქელაძეზე პოსტი მისი სიკვდილის გარემოებების გარეშე გამოაქვეყნა

პუბლიკა

კულტურის სამინისტრომ დიდი ქართველი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის შესახებ ფეისბუქის გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტი ეძღვნება მიქელაძის დაბადებიდან 119 წლისთავს.

მასში მიმოხილულია გამოჩენილი დირიჟორის ბიოგრაფია, თუმცა არაფერია ნათქვამი მისი კარიერისა და ცხოვრების დასასრულის გარემოებებზე.

ევგენი მიქელაძე საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლა. იგი „ლატავრას” გენერალური რეპეტიციის დროს თბილისის ოპერის თეატრიდან აიყვანეს და დააპატიმრეს. იმავე დღეს დააპატიმრეს მისი მეუღლე ქეთევან ორახელაშვილიც და გადასახლება მიუსაჯეს. ევგენი მიქელაძე 1937 წელს ლავრენტი ბერიას ბრძანებით დასაჯეს. დირიჟორი აწამეს და დახვრიტეს. იგი 34 წლის იყო.

კულტურის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებული პოსტი კი შეიცავს მხოლოდ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას: