კვარაცხელიას მაგალითით ანტიევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია - ლომჯარია

პუბლიკა

„კვარაცხელიას მაგალითით ანტიევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია. წარმატებები კვარაცხელიას და ყველა ქართველ სპორტსმენს!“, – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს:

„სინამდვილეში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც კვარაცხელიას წარმატება გვასწავლის, არის ის, თუ რამხელაა განსხვავება იმაში, ერთი და იგივე ადამიანი რუსულ კლუბში თამაშობს თუ ევროპულში.

იგივე ეხება ქვეყანასაც და, შესაბამისად, კვარაცხელიას მაგალითით ანტიევროპული პროპაგანდის ფლაგმანები რომ მანიპულირებენ, ცინიკურია. წარმატებები კვარაცხელიას და ყველა ქართველ სპორტსმენს!“