ლარი დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რაკორდულად დაბალ  ნიშნულზეა. 17 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 3.01 ლარი ღირს. ევროსთან მიმართებით კი ლარი 2.63 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ღირებულებამ 3.36 ლარი  შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის გაუფასურება პანდემიურ სიტუაციასა და ნავთობის საერთაშორისო ფასის ვარდნასთან არის დაკავშირებული.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით კი, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა ლარის კურსს აუცილებლად დაასტაბილურებს.

„ჩვენი ძირითადი მიზანი მათ შორის, ლარის კურსთან მიმართებით, არის ეკონომიკის ზრდის სტიმულირება. დარწმუნებული ვარ, რომ ლარის კურსი საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.