ლავროვი ბუჩაში მომხდარსაც „ფეიკს“ უწოდებს

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სიცრუეს და „ფეიკ თავდასხმას“ უწოდებს უკრაინუმი მხარის მიერ გვარცელებულ ინფორმაციას ბუჩაში რუსი სამხედროები მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შესახებ.

„ქალაქ ბუჩაში, კიევის ოლქში, მას შემდეგ რაც აქედან, გეგმების შესაბამისად, რუსი სამხედროები გავიდნენ, განხორციელდა მომდევნო „ფეიკ თავდასხმა“…

იქ რამდენიმე დღეში დაიდგა ინსცენირება, რომელსაც უკრაინის წარმომადგენლები და მათი დასავლელი მფარველები ყველა არხსა და სოცოალურ ქსელში ავრცელებენ”. – თქვა ლავროვმა.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებული ტერიტორიებზე 410 მოკლული სამოქალაქო პირი იპოვეს.

დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრების ამსახველი ფოტოები ვრცელდება.

ბუჩაში უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი რამდენიმე დღის წინ დაიბრუნეს. მანამდე ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ.