ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

პუბლიკა

ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი პროცესი 28 მარტს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.

„ვისაც გაინტერესებთ ლაზარეს პროცესის შესახებ… ამ წამს ვესაუბრე ადვოკატს და 28 მარტს 12 საათზე ჩაინიშნა სასამართლო! თავის ოქროს დაბადების დღეს იქ შეხვდება, 22 მარტს“, – წერს კალანდაძე სოციალურ ქსელში.


გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებენ”, რომ ლაზარე დიდხანს იყოს პატიმრობაში და „დაისაჯოს”.

ოჯახიც, ადვოკატების მსგავსად, გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება, რის შემდეგაც აპირებენ, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართონ.

ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმასა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.