„ლელო“ პარლამენტის პიკეტირებას არ უერთდება

პუბლიკა

სამოქალაქო მოძრაობა „ლელო” პარლამენტის პიკეტირებას არ უერთდება. ამის შესახებ მოძრაობის წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. მოძრაობა მხარდაჭერას უცხადებს 25 ნოემბრის აქციას, თუმცა პიკეტირებაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

„ლელო“ ემხრობა ცივილიზებულ და კონსტრუქციულ პროტესტს. „ლელო“ დგას იქ, სადაც ქართველი ხალხის ინტერესია და მშვიდობით და სტაბილურობით შევებრძოლებით ივანიშვილის ცრუპენტელა რეჟიმს”, – განუცხადა გრიგოლ გეგელიამ „პუბლიკას”.

ამ წუთებში პარლამენტის წინ პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს პარლამენტის პიკეტირებისკენ მოუწოდეს. პიკეტირების მიზანი ხვალ პლენარული სხდომის ჩაშლაა.

LB loan image desktop LB loan image mobile