ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება - ნაუსედა

პუბლიკა

უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ ლიეტუვაში გაიმართა სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანის ნაუსედამ განაცხადა, რომ რუსეთმა წამოიწყო სასტიკი, კარგად ორგანიზებული თავდასხმა ევროპული სახელმწიფოს გასანადგურებლად.

გიტანას ნაუსედას განცხადებით, ის ლიეტუვაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და განკარგულებას დასამტკიცებლად ლიეტუვის სეიმს წარუდგენს.

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.