ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული ჩოლოიანის პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა

პუბლიკა

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ მოსამართლეს სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, მიზეზი არასრულწლოვნებთან დაკავშირებული ინფორმაციაა. ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინასასამართლო სხდომას არ ესწრება.

სხდომის დაწყებამდე მხარეთა წარმომადგენლებმა კომენტარი გააკეთეს მედიასთან.

პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ბრალდების მხარე მარიამ ჩოლოიანის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს და დღეს სხდომაზე წარადგენს მტკიცებულებების ნუსხას დასამტკიცებლად. პროკურორის თქმით, წარდგენილი მტკიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს ჩოლოიანის დანაშაულს.

ჩოლოიანის ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის ამბობს, რომ დღეს მარიანა ჩოლოიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს და შეიძლება, გირაოს შეფარდებაზეც დადგეს შუამდგომლობა.


არასრუწლოვანი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ჩვენების იძულების ბრალდებით გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა.

ინსპერქტორმა მარიამ ჩოლოიანის სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაგზავნა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მ.ჩ.-ს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის (ჩვენების მიცემის იძულება) ორ ეპიზოდში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ლუკა სირაძის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისრებისთვის გენერალურ ინსპექციას მიმართა.