მათი ლიდერები არჩევნების შემდეგ განერვიულებულები არიან - იაგო ხვიჩია „ევროპულ საქართველოზე"

პუბლიკა

„მე ვიცი, რომ მათი პარტიის ლიდერები, არჩევნების შემდეგ არიან განერვიულებულები, გარკვეული ტიპის აფექტში და მათთვის სერიოზული პასუხის გაცემა არ შეიძლება”. – ასე უპასუხა იაგო ხვიჩიამ, „პალიტრანიუსის” ჟურნალისტის კითხვას იტყოდა თუ არა რაიმეს იგი გიგი უგულავას განცხადებაზე.

გიგი უგულავამ, და ჟურნალისტმა ეს შეახსენა ხვიჩიას, “გირჩს” “ქლიავების პარტია” უწოდა.

მან ფეისბუქზე „გირჩი” ამ ეპითეტით მას შემდეგ მოიხსენია, რაც „გირჩის” წევრებმა პარლამენტს მოუწოდეს არ დაეკმაყოფილებინათ მანდატების დათმობის თაობაზე განცხადებები.