McDonald's რუსეთში ყველა, 850-ვე რესტორანს ხურავს

პუბლიკა

რესტორნების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში McDonald’s რუსეთში ყველა, 850-ვე რესტორანს დროებით ხურავს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. მათივე ცნობით, კომპანია გააგრძელებს ხელფასების გადახდას კომპანიის 62 000 თანამშრომლისთვის.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ბაზარი დატოვა თითქმის ყველა დიდმა, ცნობილმა საერთაშორისო კომპანიამ.


დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ბაიდენს განცხადებას მოჰყვა დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის განცხადებაც, რომ რუსულ ნავთობს ბრიტანეთი 2022 წლის ბოლომდე ჩაეხსნება.