1. მცირე ოდენობით, 2. საშუალოდ, 3. 400-მდე მძიმე პაციენტით... - რას გულისხმობს სამი სცენარი

პუბლიკა

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია მიმოიხილა და შესაძლო რისკზეც ისაუბრა.

ჟურნალისტებმა მინისტრს ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მიერ გუშინ „ტვ პირველის” ეთერში პანდემიურ სიტუაციაში  სამი შესაძლო სცენარის თაობაზე განცხადების შესახებ ჰკითხეს. ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ეს სამი სცენარი:

„ეს სამი სცენარი ნიშნავს, როდესაც მსუბუქად გადავივლით ჩვენ საქართველოში ამ პანდემიას და ინფექციის გავრცელება და პაციენტების რაოდენობა იქნება ნაკლები, რაც შეიძლება იყოს შედარებით ხანგრძლივი პროცესი. ასევე არის საშუალო სცენარი, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს 12 კვირის განმავლობაში, რომელიც გულისხმობს რამდენიმე ასეულ პაციენტს ქვეყანაში და არსებობს უფრო რთული სცენარი, როდესაც ჩვენ შეიძლება გვყავდეს დაახლოებით 400-მდე მძიმე პაციენტი, რომლის მართვაც, რა თქმა უნდა,  არ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენი ინფრასტრუქტურა და საექიმო სტაფი უკვე მომზადებული გვყავს იმისათვის, რომ ამ საგანგებო მდგომარეობაში შესაბამისად შევძლოთ მუშაობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.