თუ რომელიმე ჯგუფის მიზანი არის პროვოკაციული, ასეთი ქმედებისგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს - მდინარაძე „ღირსების მარშზე“

პუბლიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, Tbilisi Pride-ის მიერ დაორგანიზებულ „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით, პასუხი სამ პუნქტად გასცა:

„1. ჩვენ ვართ ანტიდისკრიმინაციული კანონის ავტორები და უკლებლივ ყველას მიგვაჩნია, რომ ყველას უფლება უნდა იყოს დაცული და არის დაცული შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე;

2. დღეს ჰგონიათ, რომ დღეს ვართ ჩვენ სხვა პოზიციაზე და როდესმე ვიყავით – სიხარულით ვხვდებოდით, რომ მაინცდამაინც უნდა ჩატარდეს, აუცილებლად?;

3. აქ იმაზე კი არ არის მაინცდამაინც აქცენტი, რომ ეს პრაიდია დ ა.შ. ნებისმიერ სხვა ჯგუფი რომ იყოს, ნებისმიერი განსხვავებული თუ, მათ შორის, არაგანსხვავებული (და შემთხვევით არ ვამბობ ამას), თუ რომელიმე ჯგუფის კონკრეტული აქტივობა ემსახურება არარეალურად ვიღაცის უფლების დაცვას, მის გაუმჯობესებას, მისი ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ პროვოკაციულ მიზნებს, მე პირადად და ჩემი გუნდის წევრების უმრავლესობას ასევე მიაჩნია, ასეთი აქტივობები არის დამაზიანებელი და ასეთი აქტივობებისგან ყველამ თაი უნდა შეიკავოს.

ვიმეორებ, თუ რომელიმე ჯგუფის მიზანი, აქტივობისა არის პროვოკაციული, ასეთი ქმედებისგან უნდა შეიკავოს ყველამ თავი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია კითხვით მიმართავს მდინარაძეს: „პროვოკაციაა ეს და არა თვითგამოხატვის მცდელობა? თქვენ ხომ იურისტი ხართ, თქვენ ახალგაზრდა პოლიტიკოსი ხართ და კარგად გესმით რა ქვეყანაში ვცხოვრობთ – სადაც განსხვავებულობის გამო ადამიანებს ურტყამენ, ფიზიკურად უპირისპირდებიან, კლავენ…“

მდინარაძე: „- არ არის სხვათაშორის ეს ასე… არა, ნახეთ …“

ჟურნალისტი: რას ლაპარაკობთ, მამუკა? და ეს ადამიანები ითხოვენ საკუთარი ინდენტობის გამოხატვის უფლება ჰქონდეთ, უბრალოდ.

მდინარაძე: „ჩვენ თუ მივყვებით კონკრეტულ ერთეულ ქეისებს, რომელიც ჩვენზე მეტია იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენზე მეტი პრეტენზია აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ შორის, ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ ვნახავთ, რომ სხვაგან შეიძლება უფრო მეტი იყოს ასეთი ქეისები..

მე მესმის, რომ თქვენ, თქვენი ტელევიზია და სხვები ამ ქეისებს წარმატებით აშუქებთ ხოლმე, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არ არის უარესი სხვა ქვეყნებზე ასეთი ცუდი ქეისების თვალსაზრისით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კონსერვატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ამასაც ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა. ეს აღნიშვნას იმსახურებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანებს თავისი წარმოდგენები აქვთ…

სხვათაშორის, თუ არ ვცდები, მსგავსი ირაკლი კობახიძემ გითხრათ, უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტი – უნდა გაითვალისწინოს ყველამ. თან ჩვენ ვცხოვრობთ იმ საზოგადოებაში, რომელიც არის ტოლერანტული და რომელიც არის ისეთი, რომ ადამიანებს, ცალკეულ ადამიანებს, რომელთაც მსგავსი პრობლემები უნდა აწუხებდეთ, სინამდვილეში არ აწუხებთ. ხვდებით რაშია საქმე?

ის ადამიანები… (დამიჯერეთ ინგა, ერთ კარგ რამეს გეტყვით) ის ადამიანები, რომლებსაც თითქოს ეს პრობლემები უნდა აწუხებდეს, ვინც აპროტესტებს, იქ რაზეც ლაპარაკობს (ხომ ხვთებით რაზეც ვლაპარაკობ?)… ხომ აპროტესტებენ ვიღაცები? და ადამიანები, რომელბიც ამის ვითომ დაცვის ობიექტები არიან – ის ადამიანებიც კი არ იწონებენ მათ ასეთ აქტივობებს იმიტომ, რომ ჰგონიათ, რომ პირიქით, ეს მათ წისქვილზე არ ასხამს წყალს. თქვენ წარმოიდგინეთ, მათი ინტერესებიდან გამომდინარეც კი გელაპარაკებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


Tbilisi Pride-ის ინიციატივით, 5 ივლისს, „ღირსების მარში“ გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, გარდა „ღირსების მარშისა“ მოეწყობა პრაიდის კვირეული, რის ფარგლებშიც გაიმართება ფესტივალი და სხვა კულტურული ღონისძიებები. ღირსების მარშის სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.