მდინარაძე: თუ პარტნიორებისგან იქნება პატარა მინიშნება მაინც, პირველები ვიქნებით, ვინც ამ მინიშნებას დავიჭერთ

პუბლიკა

მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძეს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შესახებ დაუსვეს კითხვა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობაზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და თუ პარტნიორებისგან იქნება მინიშნება, „ქართული ოცნება“ იქნება პირველი, ვინც ამ მინიშნებას დაიჭერს.

„ევროკავშირში წევრობაზე არის ინტენსიური კონსულტაციები – დაჩქარებულად, არადაჩქარებულად, ყველა ფორმატში. დღეს არის ის დრო, დღეს შევა; ხვალ იქნება ის დრო, ხვალ შევა; რომ იყოს დასაბუთებული, არ იყოს კონტრპროდუქციული.

შემდეგი წუთი, რომელსაც ვლაპარაკობ, შემდეგ წუთს იქნება ეს დრო, შემდეგ წუთს იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული.

ანუ დღეს ეს აუცილებლობა თუ დგას დღის წესრიგში, ამაზე სწორი წარმოდგენები აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, ჩვენ პარტნიორებს, რომლებთანაც გვაქვს საუბარი.

მათი მხრიდან პატარა მინიშნება მაინც თუ იქნება, არათუ რაიმე განსაკუთრებული საჯარო მზადყოფნა ამასთან დაკავშირებით, უკან დახევას ვინმე აპირებს კი არა, პირველები ვიქნებით, ვინც ამ მინიშნებასაც კი დავიჭერთ.“ – განაცხადა მდინარაძემ.