მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია – ჩარკვიანი ვაშაძეზე

პუბლიკა

„მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია, ეს უკვე მისი პრობლემაა“, – განაცხადა პარტია „კონონი და სამართალის“ დამფუძნებელმა და საარჩევნო ბლოკ „სტრატეგის აღმაშენებლის“ წევრმა, თაკო ჩარკვიანმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შესახებ საუბრისას.

„მე გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილისა და ალეკო ელისაშვილის გვერდით იმ დოკუმენტზე ხელის მომწერი, რომელიც იმ საარჩევნო სისტემის… რომელზეც მე და გიორგის ათასგზის გვისაუბრია… ტექნოლოგიებითა და ციფრული ტექნოლოგიებით… ეს ის დოკუმენტი არ არის, ასე რომ ჩემგან ნუ ეწყინება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გუშინ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ დოკუმეტზე ხელი მოაწერა. ვაშაძე მიიჩნევს, რომ რომ გუშინდელი შეთანხმებით ქვეყანა დაუახლოვდა ევროპას, ევროკავშირსა და ნატოს.