მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

პუბლიკა

ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ლიკვიდირებულია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსები უკრაინის ზაპორიჟიეს ოლქში მდებარე ევროპაში ყველაზე დიდ ატომურ ელექტროსადგურს დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარის მერი ადასტურებს.

ატომურ ელექტროსადგურზე შეტევისთვის გამანათებელი ბომბის ჩაგდების ვიდეოს პრეზიდენტი ზელენსკიც ავრცელებს.

„მტრის მიერ უწყვეტი დაბომბვის შედეგად, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის შენობები, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის“ – ორლოვის განცხადებას, რომელიც მან „ტელეგრამის“ საშუალებით გააკეთა, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ორლოვის თქმით, მომხდარი საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის.

დმიტრო ორლოვის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ტექნიკის კოლონა ატომური ელექტროსადგურისკენ 3 მარტს, საღამოს გაემართა, რის შემდეგაც ატომურ ელექტროსადგურს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.