მეტროპოლიტენის ოპერაში პუტინის მხარდამჭერ სოპრანოს უკრაინელი შეცვლის

პუბლიკა

რუსი სოპრანო ანა ნეტრებკო ვლადიმერ პუტინის საჯარო მხარდაჭერის გამო, „მეტროპოლიტენის ოპერაში“ აპრილსა და მაისში დაგეგმილ საოპერო დადგმებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. მას უკრაინელი საოპერო მომღერალი, ლუდმილა მონასტრისკა შეცვლის.

ინფორმაციას „მეტროპოლიტენი ოპერა“ ოფიციალურად ავრცელებს. „ანა მეტროპოლიტენის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, მაგრამ იმ ფონზე, როცა პუტინი უდანაშაულო ხალხს კლავს, სხვა გზა არ იყო.“ – განაცხადა ოპერის მენეჯერმა.