„Miha hamodiii"- „ქართული ოცნება" მიშა სააკაშვილის მიმართვას ეხმაურება

პუბლიკა

Miha hamodiii – ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნება” facebook-ის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ვიდეომიმართვას.

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ უსაზღვროდ მადლიერია ქართველი ხალხის, რომელმაც ის ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ აქცია.

„როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია, იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!” – ამბობს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.