მიხაილ როთი: ივანიშვილი პუტინის სპიკერივით ლაპარაკობს

პუბლიკა

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლურ გამოსვლას ეხმაურება.

„ქართველი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი არა თავდადეპული ევროპელივით, არამედ პუტინის სპიკერივით ლაპარაკობს. ის Éminence grise-ია [არაფორმალური მმართველი] და უნდა, დაანგრიოს ხალხის იმედები ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. მაგრამ ის ვერ შეძლებს, შეაჩეროს საქართველოს გზა EU-სკენ”. – დაწერა მიხაილ როთმა ტვიტერზე.

29 აპრილს „ქართული ოცნების“ კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილი ანტიდასავლური სიტყვით გამოვიდა. მისი ანტიდასავლური რიტორიკა ენმ-ის ხელისუფლებას, ასევე, „გლობალური ომის პარტიას” ეხებოდა, რომლებიც „ენჯეოების“ ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ, არადემოკრატიული წესით, გარედან დაინიშნნენ”. ივანიშვილმა წინა ხელისუფლების წევრების დასჯის პირობა დადო.

ბიძინა ივანიშვილმა ახსენა აკაკი წერეთლის „ღამურაც” ახსენა, „ რომელიც, საბოლოოდ, ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს”.

მისი მტკიცებით, არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება „თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება”. ამას კი, ივანიშვილის შეფასებით, „ამ თანხებს არავითარი საერთო არა აქვს დახმარებასთან” და მისი მიზანი „საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევაა”.

ამასთან, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, „სწორედ სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

ამ ყოველივესთან ერთად, ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირში გაერთიანდება.

შეკრებაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ 29 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური გამოსვლების საპირისპიროდ მოაწყო, დამსწრეები საქართველოს რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, მათ შორის, საჯარო მოხელეები.