მიკსი - "უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ხელისუფლება მშვიდობიანად გადაეცეს"

პუბლიკა

“ამერიკის ხმა” აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გრეგორი მიკს ესაუბრა.

მიკსმა ამერიკაში განვითარებულ მოვლენებთან ერთად პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოს შესახებ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

საქართველოზე საუბარისას მან თქვა, რომ “უზრუნველყოფილი უნდა იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იყოს უზრუნველყოფილი, იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს”.