მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას მერი ვარ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამგეობების ექვსთვიანი მუშაობა შეაჯამა.

მისი თქმით, დედაქალაქის გამგეობები გზებისა და კეთილმოწყობის მიმართულებით, 99-100%-ით ასრულებენ სამუშაოებს.

ის ამბობს, რომ რამდენიმე გამგეობას უფრო მეტის გაკეთება
სჭირდება, გზების ნაწილში აქვს ჩამორჩენა, თუმცა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

„ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ რამე არ გამოგვრჩეს. თუ რაიმე პრობლემა აქვს გამგეობას, არსებობს მუნიციპალური საქალაქო სამსახურები, დაგეხმარებით პრობლემის აღმოფხვრაში.

ჩვენ ღირსეულად უნდა ვემსახუროთ ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ვარ ყველას მერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile