მიუნხენში ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პუბლიკა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. ვენსის განცხადებით, აშშ-ის მიზანია „გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობა“. ვანსთან ერთად მოლაპარაკებებზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში კით კელოგი და ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მორგან ორტაგუსი.

”ჩვენ გვქონდა არაერთი ნაყოფიერი საუბარი და რამდენიმე რამ, რასაც უნდა მივყვეთ და ვიმუშაოთ“, – უთხრა ვენსმა გერმანიაში, ზელენსკის პირდაპირ მჯდომარე ჟურნალისტებს.

„ძირითადად, მიზანია, როგორც პრეზიდენტმა (დონალდ) ტრამპმა თქვა: ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ჩვენ გვინდა, რომ მკვლელობა შეწყდეს, მაგრამ გვსურს მივაღწიოთ გრძელვადიან, მდგრად მშვიდობას და არა ისეთი მშვიდობის, რომლითაც აღმოსავლეთ ევროპა კონფლიქტში იქნება რამდენიმე წლის შემდეგ“, – თქვა მან.

კითხვაზე, როგორ წავა ეს წინ, თუ უკრაინა არ იქება მზად რუსეთი პრეზიდენტ პუტინთან ერთ მაგიდასთან სასაუბროდ, მან თქვა, რომ „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შევიკრიბოთ და დავიწყოთ საუბრები, რომლებიც საჭირო იქნება ამ საკითხის დასასრულებლად“.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის ვენსთან შეხვედრის შემდეგ და მოუწდა უკრაინაში ომის დასასრულებლად მეტი დიალოგისკენ.

„ჩვენ გვქონდა კარგი საუბრები დღეს, ჩვენი პირველი შეხვედრა და არა ბოლო, დარწმუნებული ვარ“, – დასძინა მან.

„რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება (ეს არის) მეტი ვისაუბროთ, მეტი ვიმუშაოთ და მოვამზადოთ გეგმა, როგორ შევაჩეროთ პუტინი და დავასრულოთ ომი. მართლაც, ჩვენ ძალიან გვინდა მშვიდობა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების რეალური გარანტიები და ჩვენ გავაგრძელებთ შეხვედრებს და მუშაობას“, – განაცხადა მან.