მივმართავ უკრაინელ ხალხს, პრემიერის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია - გახარია

პუბლიკა

„მივმართავ უკრაინელ ხალხს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ შეესაბამება იმ განწყობას, რომელიც ქართველ ხალხშია. ქართველი ხალხი დგას უკრაინელების გვერდით. ის ადამიანები კი, რომლებიც ამ ერთობას უთხრიან ძირს, აგრესორის წისქვილზე ასხამენ წყალს და აუცილებლად აგებენ პასუხს“, – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ და ფინანსურ სავქციებს.

მისი თქმით, ის საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და არაფერს გააკეთებს ისეთს, რაც ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.  მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების ქმედებებზე დაკვირვების შემდეგ მიიღეს.