„მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობის მხილება“ - პეტრე ცაავა

პუბლიკა

„ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე“, – განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

მან სინოდის სხდომა დატოვა. სხდომიდან გამოსულმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სინოდის გადაწყვეტილებით, ის მღვდელმთავარი აღარ არის. პეტრე ცაავა გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და მიზეზად „საქართველოს ეკლესიაში მამათმავლობისა და პიდარასტის მხილებას“ ასახელებს. მისივე თქმით, სინოდის თავმჯდომარის, პატრიარქის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა.

ცაავას თქმით, სინოდმა გადაწყვიტა, გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან.

„პუბლიკა“ ემიჯნება სიძულვილის ენას.