მკითხველის „საბას“ ერთი თვე

უკვე 1 თვე გავიდა, რაც ლიტერატურულმა პრემიამსაბა“ 2023 წლის დაჯილდოებაზე ახალი ნომინაციის მკითხველისსაბასშესახებ დააანონსა. ამ ნომინაციის გამარჯვებულიწლის საუკეთესო დებიუტისნომინაციის მოკლე სიიდან შეირჩევა, ხოლო ჟიურის წევრები ის მკითხველები იქნებიან, რომლებმაც SABA Reader-ში 3 თვის განმავლობაში (8 მაისი – 9 აგვისტო) კითხვას ყველაზე მეტი დრო დაუთმეს.

ჟიურის ვინაობის გაგებამდე ჯერ კიდევ 2 თვე დარჩა, თუმცა პრემიის მესვეურები გასული 1 თვიდან საინტერესო მონაცემებს გვიზიარებენ:

ჟიურის შერჩევის ეტაპზე ამ მომენტში 1500-მდე მკითხველი არის ჩართული. ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება, რადგან აპლიკაციაში მაღალი მაჩვენებლების მქონე არაერთი მკითხველია, რომელსაც ჯერჯერობით საჯარო არ გაუხდია  წაკითხვის დრო, თუმცა, შესაძლოა ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად ვინმემ აზრიც შეიცვალოს და მოწინავე პოზიციებიც დაიკავოს.

მკითხველისსაბასფარგლებში მკითხველებმა SABA Reader-ში კითხვას ჯამში 1 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს, რაც 18 000-მდე საათს და 730 მეტ დღეს უდრის.

ჟიურის შერჩევის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში SABA Reader-ში კითხვის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა.

ამ 4 კვირის განმავლობაში პირველი ხუთეულის წევრები 20-ჯერ შეიცვალნენ.

სხვაობა ხუთეულის ამჟამინდელ წევრებსა და მის მიღმა მყოფ მკითხველებს შორის სულ რამდენიმე საათია.

პირველ ათეულში მყოფი მკითხველების 90% შერჩევის პროცესში მოგვიანებით ჩაერთო და არა 8 მაისს.

ამჟამად მკითხველის „საბას ფარგლებში“ ყველაზე ხშირად წაკითხული წიგნების სია ასე გამოიყურება:

ელექტრონულ წიგნებში ნინო ხარატიშვილისუკმარი სინათლე“; მარკ მენსონისფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნებადა კოლინ ჰუვერის „მახინჯი სიყვარულილიდერობს.

რაც შეეხება ხმოვან წიგნებს, ყველაზე პოპულარული სამეული  თამთა მელაშვილისშაშვი, შაშვი, მაყვალი“; ჯორჯ ორუელისცხოველების ფერმადა ჯეკ ლონდონისდიდი სახლის პატარა დიასახლისი“ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ თუ გსურს მკითხველისსაბასჟიურის წევრი გახდე, უნდა აკმაყოფილებდე სულ რამდენიმე კრიტერიუმს:

  • უნდა შეგეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდე საქართველოში;
  • არ უნდა იყო მწერალი ან ლიტერატორი;
  • არ უნდა მუშაობდე საგამომცემლო სექტორში;
  • არ უნდა იყოწლის საუკეთესო დებიუტისნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.

ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობას 9 აგვისტოს გავიგებთ, ხოლო
„საბა“ 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც მკითხველის „საბას“ მფლობელიც გამოვლინდება სექტემბერში გაიმართება. 

შეგახსენებთ, რომსაბასისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემიასაბასდაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლისაბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურასკლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმასაბკულტურადა მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-. დღესდღეობითსაბასბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.