„მონა“ – ბათუმში აქტივისტებმა მუხრან ვახტანგაძის ბიუროსთან სტიკერები გააკრეს

პუბლიკა

დღეს, 5 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და ორგანიზაცია „ალტერნატივის“ აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მაჟორიტარ მუხრან ვახტანგაძის ბიუროს სტიკერები გააკრეს წარწერით – „მონა“. – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მაუწყებლის ცნობით, აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყველა ის დეპუტატი „რომელმაც მოსახლეობას არჩევანი წაართვა და პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დაუჭირა მხარი, ბიძინა ივანიშვილის მონაა“.

მუხრან ვახტანგაძე იმ მაჟორიტარებს შორისაა, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ  კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

გუშინ, 5 დეკემბერს, ამავე ორგანიზაციების აქტივისტებმა სტიკერები წარწერით „მონა“ ხულოს მაჟორიტარის – ანზორ ბოლქვაძის ბიუროზე მიაკრეს.

LB loan image desktop LB loan image mobile