მოქალაქეებმა არ დაიწყონ ბედის გამოცდა, რომ საქართველო მეორე იტალია არ გახდეს – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საუკეთესო გამოსავალია მოქალაქეები თავიანთი ჯანმრთელობის და ეკლესიის წევრების უსაფრთხოების გათვალისწინებით, დარჩნენ სახლში.

„საფრთხე რჩება მიუხედავად იმ გარკვეული დისტანცირებისა, ვინაიდან ისინი 9 საათის განმავლობაში იქნებიან ტაძარში  და ეს დროის მონაკვეთი, რა თქმა უნდა, ამ რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. აქედან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალია, საკუთარი ჯანმრთელობისა და ეკლესიის წევრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისინი მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ აღდგომის ღამეს სრულად ჩატარდეს ონლაინრეჟიმში წირვა და ეკლესიებში მრევლი არ მივიდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა არ დაიწყონ საკუთარი ბედის გამოცდა, რომ საქართველო გახდეს მეორე იტალია“, – განაცხდა ატიკარაძემ.

გუშინ საპატრიაროსთან მოლაპარაკების შედეგებზე ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა: “ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოცილური დისტანცირება:.