მორჩა მარტო ფულის კეთების დრო. უკვე აუცილებელია, ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას ბათუმის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდერი წელს გამოცხადდება და ერთ წელიწადში დასრულდება:

„განაშენიანების გენერალური გეგმა, ყველა ვთანხმდებით, რომ ადრეც უნდა გაკეთებულიყო. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ბათუმის ყველანაირი განვითარება ჩვენ არ გვინდა. ის, რაც ძველი ბათუმიდან დარჩენილია, უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამისთვის საჭიროა განაშენიანების გეგმა, რომელიც „ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ“.

„წელს ეს ტენდერი გამოცხადდება და ერთ წელიწადში დასრულდება. ეს უნდა იყოს განუხრელი კანონი თითოეული მშენებლისთვის, მორჩა მარტო ფულის კეთების დრო. უკვე აუცილებელია, ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე და ის რაც შევინარჩუნეთ, [რაც] დღეს დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.