მოსკოვში Lukoil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საავადმყოფოდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

პუბლიკა

ნავთობკომპანია Lukoil-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე რავილ მაგანოვი მოსკოვის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო Interfax ავრცელებს, თუმცა სააგენტო წერს, რომ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.

რუსული მედიებით ვრცელდება ინფორმაცია თვითმკვლელობის შესახებაც, თუმცა ოფიციალურად არცერთი ვერსია ჯერ არ დადასტურებულა.

მაგანოვი 1980-იან წლებში მუშაობდა Langepasneftegaz-ში, რომელიც მოგვიანებით LUKOIL-ის ნაწილი გახდა. სააქციო საზოგადოების დაარსებიდან დღემდე ლუკოილში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა. 2020 წელს, ნავთობკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ვალერი გრაიფერის გარდაცვალების შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა საბჭოს.