მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი მოითხოვს

პუბლიკა

მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი მოითხოვს. ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, მედიაომბუდსმენმა თბილისის პროკურატურას განცხადებები უკვე წარუდგინა.

საქმე შეეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.

ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატების და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.

მათ შორის არიან, განმცხადებლებიც:

ნინია კაკაბაძე – უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი
დავით გამისონია – რადიო თავისუფლება
გელა მთივლიშვილი – მთის ამბები
თათია ხალიანი – ონლაინგამოცემა „პუბლიკა“
ლევან სუთიძე – ონლაინგამოცემა „ტაბულა“
მარიამ ლომაძე – ტელეკომპანია „კავკასია“
სალომე ჩადუნელი – ტელეკომპანია „ფორმულა“
გიორგი კიკაბიძე – ტელეკომპანია „ფორმულა“
ელისაბედ ციციშვილი – ტელეკომპანია „ფორმულა“
ლუკა ხაჩიძე – ტელეკომპანია „ფორმულა“
ნინო ვარძელაშვილი – ტელეკომპანია „ფორმულა“
გიორგი კვიჟინაძე – ტელეკომპანია „ფორმულა“
ნატა ქაჯაია – ტელეკომპანია „პირველი“
ნანუკა ქაჯაია – ტელეკომპანია  „პირველი“
ვასილ დაბრუნდაშვილი – ტელეკომპანია „პირველი“
რუსუდან ჯაბანიშვილი – ტელეკომპანია „პირველი“
მაია მამულაშვილი – ტელეკომპანია „პირველი“
სესილი ბოკერია – ტელეკომპანია „პირველი“
ნატო გოგელია – ტელეკომპანია „პირველი“

მანამდე, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი მოითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი გაიგზავნა. 

ამჟამად ორგანიზაცია 30 ჟურნალისტს ეხმარება მოსმენების საქმეზე.

„საქმის წარმატებული წარმოება მედიის უფლებების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს და გახდება წინაპირობა შეიქმნას ძლიერი გარანტიები ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, გამყარდეს ჟურნალისტების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვის ხარისხი და ჟურნალისტური წყაროების კონფიდენციალურობის სტანდარტი.

შესაბამისად, დაცული იქნება საზოგადოების უფლება, ხელისუფლების ჩარევის გარეშე, მისთვის სასურველი მედიასაშუალებიდან, მიიღოს სანდო და ზუსტი ინფორმაცია”, – ნათქვამია მედიაომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით, მედიის დახმარებას აგრძელებს. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა-მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზზე: 555 795 776