მოზარდის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ კვლავ ძალიან მძიმეა – იაშვილის კლინიკა

პუბლიკა

მოზარდს, რომელმაც სავარაუდოდ, პოლიციის მხრიდან ძალადობის გამო თვითმკვლელობა სცადა, დღეს დილით ოპერაცია ჩაუტარდა. იაშვილის კლინიკის წარმომადგენელის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგაც მოზარდის მდგომარეობა კვლავ ძალიან მძიმეა. კლინიკაში ამბობენ, რომ მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ ეტაპზე სხვა კომენტარის გაკეთება არ შეუძლიათ.

გუშინ კლინიკამ ისრაელიდან ექიმების ჩამოსვლაზე გაავრცელა ინფორმაცია. იაშვილის კლინიკის ინფორმაციით, 15 წლის მოზარდის მკურნალობაში ქართველ ექიმებთან ერთად მონაწილეობას ისრაელიდან ჩამოსული ექიმები მიიღებენ. ისინი  ქართველ მედიკოსებთან ერთად განსაზღვრავენ 15 წლის მოზარდის სამედიცინო მდგომარეობას და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკას.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

 

LB loan image desktop LB loan image mobile