მსოფლიოში კორონავირუსისგან უკვე ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

worldometers-ის მიხედვით, მსოფლიოში კორონავიურუსისგან უკვე 515 462 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ამ დროისთვის, ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 2 084 735 შემთხვევაა დადასტურებული.

აქედან 134 685 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია – 644 348 ინფიცირებულით და 28 554 გარდაცვლილით.