მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა

პუბლიკა

Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ჯამში უკვე 100 270-მდე ადამიანია დაღუპული. აქედან გარდაცვალების 4 000-ზე მეტი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა.

რაც შეეხება ინფიცირების შემთხვევებს, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 647 900-მდე შემთხვევაა აღრიცხული. ხოლო ამ დროისთვის, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება 369 200-მდე ადამიანმა შეძლო.

ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რიცხვი აშშ-შია, თითქმის 480 000, შემდეგ ესპანეთია – 157 000 შემთხვევით. მესამე ადგილს იტალია იკავებს, სადაც ამ დროისთვის 147 600-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ჩინეთი კი, სადაც თავდაპირველად კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, დღეს მეექვსე ადგილამდეა ჩამოქვეითებული. ჩინეთში ამ დროისთვის – 81 900 შემთხვევაა დაფიქსირებული ოფიციალურად და ყოველდღიურად ახალი შემთხვევები მხოლოდ მცირედი რაოდენობით ფიქსირდება.