მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 85 000-მდე დევნილი გადავიდა

პუბლიკა

სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, 29 სექტემბრის 06:00 საათის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღიდან მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე 85 000-მდე დევნილი გადავიდა.

მთავრობის ცნობით, საცხოვრებელი მისცეს 17 153 ადამიანს არარატის, არმავირის, ლორის, ლოტუაკის, შირაქის, სუინიკისგეღარქუნიკისვიოტუსისა და ტავუშის რეგიონებში.

პარალელურად, ეძებენ სტეფანაკერტში საწვავის ავზის აფეთქების შედეგად დაღუპულებს. აფეთქება 25 სექტემბერს მოხდა. ადგილზე ბევრი ადამიანი იყო – ისინი ქალაქის დასატოვებლად საწვავის რიგში იყვნენ. ამ დროისთვის ნაპოვნია 170 ნარჩენი და გადაგზავნილია ექსპერტიზის ბიუროში.

19 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ მიზანია „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა რეგიონში, სომხური ჯარის განიარაღება და იძულება, დატოვონ ტერიტორია”.

24 საათში ომი შეწყდა – არწახის სეპარატისტული რეჟიმი დანებდა. სომხეთის პრეზიდენტმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არ აპირებს, იომოს.

მოსახლეობის ნაწილმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დატოვება 21 სექტემბერსვე დაიწყო. 120 ათასი ადამიანი, რომელიც არწახის სეპარატისტული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, საცხოვრებელს ტოვებს.

1-ლი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს მთიანი ყარაბაღის ე.წ რესპუბლიკა.

სომხეთის პარლამენტმა კი შეიძლება მოახდინოს რომის სტატუტის რატიფიცირება, რაც გზას გაუხსნის ქვეყანას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრებისკენ.