მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

პუბლიკა

მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ გამოავლინა სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები. ინფორმაციას ამის შესახებ მწერალთა სახლი ავრცელებს.

2020 წლის 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებენ:

  • არჩილ ქიქოძე , მწერალი
  • ქეთი ქანთარია, მთარგმნელი
  • გია ბერაძე, მთარგმნელი
  • კატო ჯავახიშვილი, მწერალი
  • აბო იაშაღაშვილი, მწერალი
  • დათია ბადალაშვილი, მწერალი
  • ნინია სადღობელაშვილი, მწერალი

მწერალთა სახლის რეზიდენციაში ისინი ტექსტებსა და თარგმანებზე იმუშავებენ.

მწერალთა სახლი უნზრუნველყოფს გამარჯვებული რეზიდენტების ფინანსურ მხარდაჭერას, მწერალთა რეზიდენციაში ცხოვრებას, კვებას, სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით. სარეზიდენციო პროგრამის დასრულების შემდეგ მწერალთა სახლში გაიმართება შემაჯამებელი საღამო.