მწვერვალ თეთნულდზე, ნაპრალში გადავარდნილი ტურისტი დაიღუპა - საგანგებო

პუბლიკა

სვანეთში, მწვერვალ თეთნულდზე, ნაპრალში გადავარდნილი ტურისტი დაიღუპა – ინფორმაცია „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

„მაშველებმა ძებნა-გადარჩენის ღონისძიების ფარგლებში მწვერვალ თეთნულდიდან გარდაცვლილი მთამსვლელის ცხედარი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში ჩამოასვენეს“ – უთხრეს „პუბლიკას“ უწყებაში.


რამდენიმე საათით ადრე მაშველებმა დაშავებული ორი მთამსვლელის უსაფრთხო ევაკუაცია განახორციელეს. უცხოეთის მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.