NCDC: ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ელექტრონული სიგარეტი ისეთივე მავნებელია ჯანმრთელობისთვის, როგორც თამბაქოს სხვა ნაწარმი.

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეპიდემიოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (National Centre for Epidemiology and Population Health) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად : ელექტრონული სიგარეტის მოხმარება ზრდის ფილტვის დაზიანებისა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა, კიბოს და სხვა დაავადებების რისკს;

ელექტრონული სიგარეტის გამოყენება იწვევს დამოკიდებულებას, განსაკუთრებით კი მოზარდებში;

ხშირ შემთხვევაში, თამბაქოს ახალი პროდუქტის მომხმარებელი, პარალელურად, ეწევა სიგარეტსაც, რაც ორმაგ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას;

ელექტრონული სიგარეტის მომხმარებელი სამჯერ უფრო მეტს ეწევა ვიდრე ტრადიციული თამბაქოს მომხმარებელი.