ნეიტრალური შვეიცარიაც კი შეუერთდა სანქციებს, რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნეიტრალური შვეიცარიაც კი შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთს ეიმედებოდა, ახლა ომის საწინააღმდეგო კოალიციის წევრები არიან.

„ნეიტრალური შვეიცარიაც კი შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს რუსი ოლიგარქების, ოფიციალური პირების, რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ვიმეორებ – ნეიტრალური შვეიცარია! რას ელოდება ზოგიერთი სხვა ქვეყანა? ის ქვეყნები, რომლებსაც მოსკოვი ერთი კვირის წინ ეყრდნობოდა, ომის საწინააღმდეგო კოალიციას შეუერთდნენ. ეს შესანიშნავი შედეგია. ახლა შეუძლებელია, დარჩე ნეიტრალური“, – განაცხადა ზელენსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ  საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს.