ნიდერლანდები უკრაინას მძიმე საბრძოლო ტექნიკას გაუგზავნის

პუბლიკა

ნიდერლანდები უკრაინას მძიმე საბრძოლო ტექნიკას გაუგზავნის,- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე „ტვიტერზე“ წერს.

„ჩემი და თავდაცვის მინისტრის უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბარში გამოვთქვით მხარდაჭერა რუსეთის განახლებული შეტევის ფონზე. ნიდერლანდები გადასცემს უკრაინას მძიმე ტექნიკას, უფრო კონკრეტულად ჯავშანტექნიკას. მოკავშირეებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ მძიმე ტექნიკის დამატებით მიწოდების შესაძლებლობას“,- განაცხადა რიუტემ.