ნიდერლანდების საელჩო: დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა

პუბლიკა

ნიდერლანდების საელჩო გმობს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე ფიზიკურ თავდასხმას, დაშინებასა და მუქარას.

„დაუშვებელია დაშინება, მუქარა და ფიზიკური თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ.ნიდერლანდების საელჩო ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ძალადობისა და დაშინების ყველა აქტის სათანადოდ გამოძიება“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.