ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა, დარჩება თუ არა ციხეში - დეგნანი

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ამბობს, რომ ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა, დარჩება თუ არა ციხეში“.

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს უთხრა, ისინი ნიკა მელიას გათავისუფლების სხვადასხვა გზებზე საუბრობენ და ამნისტიის კანონზე მსჯელობა მიმდინარეობს.

„შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. პროცესი წინ მიდის. მტკივნეული პერიოდი იყო 2019-2020, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ადვილი არ იყო კომპრომისის მიღწევა.

ამნისტიის კანონზე მიდის მსჯელობა. ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა, დარჩება თუ არა ციხეში. მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზაზე ვსაუბრობთ. ქვეყანამ უნდა შეძლოს უდიდეს გამოწვევებზე პასუხის გაცემა,” – ამბობს დეგნანმა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ მანამდე, სანამ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ციხეშია.