ნინო ბურჯანაძე დღეს დილით მოსკოვში გაემგზავრა

პუბლიკა

პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა. ანზორ ბიწაძე ამავე პარტიის წევრია.

ბურჯანაძის რუსეთში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ახვლედიანმა დაუდასტურა. მისი თქმით, ნინო ბურჯანაძე ამ დილით გაემგზავრა მოსკოვში, თუმცა იქ ვის უნდა შეხვდესვე, მისთვის უცნობია.

როგორც გიორგი ახვლედიანი ამბობს, მოსკოვში ვიზიტის შესახებ განცხადებას ნინო ბურჯანაძე დაბრუნების შემდეგ თავად გააკეთებს.

ნინო ბურჯანაძე  სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქვეყანაში პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას უჭერს მხარს. ის გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრებს აქტიურად ესწრება და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საპროტესტო აქციებში მონაწილეობს.