ნიუ-იორკის მეტროში სროლის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა - CNN

პუბლიკა

ნიუ-იორკის მეტროში პიკის საათის დროს სროლა მოხდა. CNN-ის ცნობით, დაშავებულია 13 ადამიანი. ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტის განცხადებით, მეტროში ნაპოვნია ასაფეთქებელი მოწყობილობაც.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, ისინი ეძებენ კაცს. თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელს აირწინაღი ეკეთა და ნარინჯისფერი სამშენებლო ჟილეტი ეცვა.