ნონა მამულაშვილი გადაცემაში დავით ლორიას ფიზიკურად დაუპირისპირდა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნონა მამულაშვილი „ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში ერთ-ერთ სტუმარს დავით ლორიას ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მათ შორის კამათი უკრაინაში რუსეთის ომის საკითხზე დაიწყო. ლორიამ რეპლიკაზე პასუხად განაცხადა, რომ რუსეთს ქვეყანაში „არ უნდა შემოაჭრევინო“, რასაც მამულაშვილმა ასე უპასუხა:

„ჩემი ძმა იქ იბრძვის, როგორ არ გრცხვენია… ბიჭები იქ კვდებიან… რას ბოდავ”, – ამბობდა მამულაშვილი.

„რომ კვდებიან, მერე არ უნდა მოაკვლევინოთ… მერე არ უნდა აომოთ ხალხი, იქამდე არ უნდა მიიყვანოთ ხალხი, რომ…”, – აღნიშნა ლორიამ.

მამულაშვილმა ნაბიჭვარი, ლორიამ კი მას ქუჩის ქალი უწოდა, რის შემდეგაც მამულაშვილმა მას წყალი შეასხა და მისკენ ფიზიკურად გაიწია.