„ოცნების“ პარლამენტში კომისიაზე არმისვლის გამო, პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. ირაკლი ოქრუაშვილი კომისიის სხდომაზე არ მივიდა. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„არავის არ აქვს არანაირი მორალური უფლება, არანაირი არგუმენტები, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და ე.წ. კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა და მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, ისევე როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ეს არის ჩემი პოზიცია. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, რომ ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდეს, მაგრამ როგორც ჩანს ამ შენობაში და ზოგადად ხელისუფლებაში სხვა კალენდრით მუშაობენ და მათთვის უცხოა ეს ყველაფერი, ამიტომ სწრაფი წესით წარმიდგინეს ბრალი. [აღკვეთ ღონისძიებაზე] იმედი მაქვს ბადრი ჯაფარიძისგან და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ“, – თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა პროკურატურის დატოვების შემდეგ.

მისი ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი ამბობს, რომ ოქრუაშვილს უნდა ჩაჰბარებოდა კომისიის გადაწყვეტილება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოსი, თუმცა მან მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას დაასახელა მიზეზები, რატომ არ მივიდოდა პარლამენტში მსგავსი დოკუმენტი რომც ჩაჰბარებოდა.

ადვოკატი მოელის, რომ ოქრუაშვილსაც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეუფარდებენ.