ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – „ეხო კავკაზა” ინფორმაციას ოპერატიული შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 24 საათის განმავლობაში ტესტირება 227 მოქალაქეს ჩაუტარდა.

აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობაა 426. აქედან 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა.